Sunday, April 10, 2016

მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღეს ვიმუშავეთ დიფერენცირებული სწავლების დამხმარე მასალაზე და სკაფოლდინგის პრინციპით შევქმენი კოგნიტური სქემა, რომელიც განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს დაეხმარება პროექტის ფარგლებში ეფექტურად მუშაობასა და აქტიურად ჩართვაში. ასევე საინტერესო იყო პორტფოლიოს ბლოგზე განთავსება. ამიერიდან შევძლებ ხელმისაწვდომად მქონდეს ჩემი რესურსები, კოლეგებთანაც გავაზიარო გამოცდლება და მივიღო უკუკავშირი.

მეორე დღე

პროექტის მეორე დღეს გავეცანი პორტფოლიოს რუბრიკას და პორტფოლიოს ნახასიათებლვბის ჩეკლისტს. შევქმენი საინფორმაციო ბუკლეტი და შევავსე მისი პირველი გვერდი. ბუკლეტის შექმნის მიზანია მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს ( მშობლებს, ადმინისტრაციას, მოსწავლეებს) პროექტის აუცილებლობის შესახებ.

Saturday, April 9, 2016

მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს დავასრულეთ სასწავლო პროექტის პროცედურები.განვსაზღვრეთ დიფერენცირებული სწავლება.
ვიმუშავეთ მე-6 მოდულზე. სწავლის  პროცესის დიფერნცირება.ანუ, როგორ უნდა ვიმუშაოთ სსსპ მქონე მოსწავლეებთან.შევიტანეთ ჩვენი მოსაზრებები პროექტში. 

Saturday, April 2, 2016

მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს შევქმენით ინფორმაციული ობიექტები და დავიწყე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა და შექმნა powerpoint ში.

Saturday, March 26, 2016

ტრენინგის მე-3 დღე


ტრენინგის მესამე დღეს დავამთავრეთ საინფორმაციო ბუკლეტის შევსება.პროექტის გეგმაში შევიტანეთ ესგ შედეგები და დავწერეთ მიზნები.განვიხილეთ მიმართულების
მიმცემი საკვანძო კითხვები და შევასრულეთ გონებრივი იერიშის სავარჯიშო. 

Saturday, March 19, 2016

პირველი დღე

     ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი 21 ე საუკუნის უნარ -ჩვევებს. განვიხილეთ პროექტების სწავლების აუცილებლობა თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად. შევქმენი ბლოგი.